თბილისი. კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრმა გამოაქვეყნა „საზოგადოების
დამოკიდებულება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართ – დისკუსიის
პროცესის ანგარიში".
დოკუმენტის
მომზადებისას გამოყენებული მასალები ეფუძება 2012 წლის მარტიდან კონსულტაციისა და ტრენინგების ცენტრის მიერ ორგანიზებულ დისკუსიათა ციკლის დროს გამოთქმულ მოსაზრებებს, რომელიც, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მონაწილოებით ჩატარდა. ამ პერიოდში
ოთხი თემატური დიკუსია იყო ორგანიზებული.
თითოეული დისკუსიის შემდეგ, მასში მონაწილე საზოგადოებრივი ორგანიზაციებისაგან შექმნილმა სამუშაო ჯგუფებმა იმუშავეს პრობლემების ანალიზსა და რეკომენდაციებზე. პროექტის ბოლოს, სამუშაო ჯგუფების მიერ შექმნილ თემატურ მასალებზე დაყრდნობით, შემუშავდეა ერთიანი ანალიტიკური და სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტი.
წარმოდგენილი
დოკუმენტი ანალიტიკური და სარეკომენდაციო ხასიათისაა. დოკუმენტის პირველ ნაწილში განხილულია პოლიტიკური კონტექსტი და მისი განვითარების დინამიკა, რომელშიც საქართველოს სამოქალაქო საზოაგდოებას უხდება არსებობა და გამოვლენილია ის პრობლემები, რომელიც პოლიტიკური ცხოვრებაში მის სრულყოფილ ჩართვას და მონაწილეობას ხელს უშლის. მათ დასაძლევად დოკუმენტის შემაჯამებელ ნაწილში მოცემულია შეხვედრებზე გამოთქმული მნიშვნელოვანი რეკომენდაციები, ინიციატივები და ინოვაციური მოსაზრებები.
კონსულტაციისა
და ტრენინგის ცენტრმა, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის - „საქართველოში საჯარო
პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების" (G-PAC) მხარდაჭერით, განახორციელა პროექტი „დიალოგი სამოქალაქო
სექტორის განვითარებისათვის”. პროექტის მიზანი გახლდათ, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, მათი ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ საჯარო დისკუსიის წარმართვის ხელშეწყობა და სექტორში არსებული პრობლემების გადალახვის გზების ძიება.
„საზოგადოების დამოკიდებულება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების
მიმართ – დისკუსიის პროცესის ანგარიში".
წყარო: ctc.org.ge