თბილისი. კონსტიტუციის 42-ე მუხლი ეხმიანება იაშვილის სახელობის კლინიკის მედპერსონალის განცხადებას. „მედპერსონალის განცხადებით იაშვილის კლინიკაში სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც აღნიშნული კლინიკა "უნივერსალ ჰოსპიტალ გრუპმა" შეიძინა, მათივე ინფორმაციით აღნიშნული „კომპანიის წარმომადგენელი თექინ ატიკი, მედპერსონალს უდიერად და უხეშად ექცევა, ხშირად იაშვილის კლინიკაში ნასვამ მდგომარეობაში მიდის, მედპერსონალს უკრძალავს ჯვრის ტარებას, ხოლო კედლებიდან ხატების ჩამოხსნას ითხოვს.
როგორც ექიმები აცხადებენ, თექინ ატეკმა რამდენიმე თანამშრომელი კაბინეტში დაიბარა და ინტიმური ურთიერთობის სანაცვლოდ ხელფასის გაორმაგება შესთავაზა". ორგანიზაცია მიმართავს კლინიკის მფლობელ კომპანიას - „უნივერსალ ჰოსპიტალ გრუპს", ასევე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს და სათანადო რეაგირებას თხოვს.
კონსტიტუციის 42-ე მუხლი მიიჩნევს, რომ კლინიკაში მომუშავე მედიკოსთა განცხადებებში იკვეთება სავარაუდო დანაშაულის ნიშნები და საჭიროა მათი დროული გამოძიება და მომხდარზე შესაბამისი რეაგირება.
სრულად
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში