კახეთი.საზოგადოებრივი ორგანიზაცია
,,სამოქალაქო საზოგადოების
კვლევისა და
განვითარების ცენტრი’’
კახეთის რეგიონის
ყველა მუნიციპალიტეტში საინფორმაციო შეხვედრებს მართავს.
კახეთის რეგიონული განვითარების სამუშაო ჯგუფი
4 მიმართულებით მუშაობს, ესენია: სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, ეკონომიკა და ინფრასტრუქტურა.
ჯგუფის
წევრები
არიან
ექსპერტები,
საზოგადოებრივი ორგანიზაციების
წარმომადგენლები.
ჯგუფი მუნიციპალიტეტებში
აწყობს გეგმის პრეზენტაციას, რომელიც 2012-2017
წლების
სტრატეგიის
შემუშავებას
ეხება.
კახეთის რეგიონული განვითარების პროექტის კოორდინატორის,
ლიზა
სოფრომაძის თქმით, პროექტის მიზანია კახეთის ეფექტიანი მართვა და რეგიონის განვითარების
სტრატეგიის
ჩამოყალიბება: ,,კახეთის გუბერნიასთან
შექმნილი რეგიონალური განვითარების
საბჭო მუშაობს
კახეთის განვითარების
სტრატეგიის შემუშავებაზე.
სამუშაო ჯგუფმა
დაიწყო შეხვედრები და ასევე, ინფორმაციების მოძიება სფეროების მიხედვით.
შეხვედრებს
კახეთის რვავე მუნიციპალიტეტებში ვმართავთ,
ვავრცლებთ ინფორმაციას პროექტის შესახებ რათა
პროცესი უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე.’’
პროექტი დაფინანსებულია გერმანიის საერთაშორისო
განვითარების
საბჭოს (GIZ) მიერ.