კახეთი. 14–15 ნოემბერს, თელავში გაიმართა სოციალური მეწარმეობის საკოორდინაციო პლატფორმის სამუშაო შეხვედრა. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ სოციალური მეწარმეობის მიმართულებით მომუშავე საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, აგრეთვე სფეროს ექსპერტები.
სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს, საკოორდინაციო პლატფორმის ფარგლებში, შემუშავებული სოციალური მეწარმეობის სახელმწიფო მხარდაჭერის სტრატეგიული ხედვის დოკუმენტის პროექტი. აგრეთვე, საკოორდინაციო პლატფორმის საქმიანობის მომავალი გეგმები.
შეხვედრა გაიმართა, ევროკავშირისა (EU) და გერმანული საერთაშორისო ორგანიზაციის „პური მსოფლიოსთვის” (BFTW) მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის – „სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის“ – ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), პროექტის პარტნიორები არიან: სოციალურ საწარმოთა ალიანსი (SEA), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია (GCDA), საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი (DDUG), ევროპული ვენჩურული ფილანტროპიის ასოციაცია (EVPA), სსიპ „ახალგაზრდობის სააგენტო“.