აჭარა. 21 მარტს, ბათუმის დემოკრატიის სკოლაში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და რადიო თავისუფლების წარმომადგენლებმა პროექტის შედეგების პრეზენტაცია წარმოადგინეს. აღნიშნული პროექტი ეხებოდა აჭარის მუნიციპალიტეტში არსებული სიტუაციის ანალიზს გენდერული თანასწორობის ჭრილში. მომხსენებლებმა ფოკუს ჯგუფების შედეგებზე ისაუბრეს, რომელიც ქალთა მიმართ ფსიქოლოგიურ ძალადობას უსვამდა ხაზს. სტერეოტიპებისა და საზოგადოების არაჯანსაღი აზრი, განსაკუთრებით მაღალმთიან აჭარაში მცხოვრებ ქალებს აჩვევს იმ გარემოს, რომელიც მათ მიმართ უპატივცემულობასა და ჩაგვრაში გამოიხატება. შეხვედრაზე განხილულ იქნა ანონიმური მაგალითები, რომლებიც ქალთა უფლებების დარღვევასა და უგულვებელყოფას ეხებოდა, საუბარი შეეხო ასევე, სახელმწიფო პოლიტიკის ცვლილებას, რომლის დაჩქარებას აუცილებელია. შეხვედრას სტუდენტები, მესამე სექტორისა და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.