თბილისი. კამპანია ეს შენ გეხება აქვეყნებს ინფოგრაფიკას.
„ეს ინფოგრაფიკა კარგად აღწერს ცვლილებებს უსაფრთხოების სფეროში და მიყურადების პროცესს იმ კანონპროექტების მიხედვით, რომელიც დღეს წარმოვადგინეთ.
ჩვენ ვთავაზობთ სახელმწიფოს, შექმნას სამი ახალი ორგანო და გაატაროს რეფორმა უსაფრთხოების სფეროში.
საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, ახლებურად უნდა განისაზღვროს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ფუნქციები, შეიქმნას სპეციალური სააგენტო, რომელიც იქნება თვალთვალის უფლებამოსილების მქონე ერთადერთი ორგანო, გაძლიერდეს საპარლამენტო ზედამხედველობა უსაფრთხოების სამსახურებზე, კერძოდ, შეიქმნას საპარლამენტო საზედამხედველო საბჭო, რომელსაც ექნება უფლება დააკვირდეს და აკონტროლოს თვალთვალის პროცესი და უსაფრთხოების სამსახურების საქმიანობა. შესაბამისად, ეს სამსახურები ანგარიშვალდებულნი იქნებიან საპარლამენტო საბჭოს და პარლამენტის წინაშე.
მიყურადება განხორციელდეს სასამართლოს კონტროლით. ვადის და მიყურადების წესების დარღვევის შემთხვევაში მიყურადების შეჩერება შეეძლოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს. ეს გააძლიერებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მაკონტროლებელ ფუნქციას", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში