თბილისი. სამოქალაქო პლატფორმაში „არა ფობიას" შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციები პრემიერ მინისტრს მიმართავენ.
„მიგვაჩნია, რომ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, ერთი მხრივ, ის ფაქტი, რომ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირი, რომელიც სახელმწიფოს სახელით საუბრობს, სისტემატურად აღვივებს სიძულვილს და შეუწყნარებლობას მისთვის მიუღებელი მოსაზრებების გამო, მეორე მხრივ, ის, რომ ხელისუფლება რეაგირების გარეშე ტოვებს ამგვარ გამოხატვას, რაც ბოლო დროს გახშირებულ ძალადობრივ ქმედებებზე აისახება.
ვინაიდან სანდრო ბრეგაძის მიერ სიძულვილის ენის გამოყენების ფაქტები კვლავაც მეორდება, მოგმართავთ, იმსჯელოთ, თანამდებობაზე სანდრო ბრეგაძის დატოვების მიზანშეწონილობის საკითხზე, ვინაიდან მთავრობის მხრიდან ბრეგაძის საჯარო განცხადებების უგულებელყოფა მათ შეწყნარებად შეიძლება იქნას განმარტებული და იგი ექცევა მთავრობის პასუხისმგებლობის სფეროში", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
სრულად...
წყარო: www.tdi.ge