ახალციხე. დემოკრატ მესხთა კავშირის იურისტები, სოფელ სხვილისს, გიორგი წმინდას, მუგარეთს და ქალაქ ვალეს ესტუმრნენ და ადგილობრივ მოსახლეობას უფასო იურიდიული კონსულტაცია გაუწიეს.
„პროექტს „უმცირესობების უფლებების გაუმჯობესება სტრატეგიული სამართალწარმოების გზით" დემოკრატ მესხთა კავშირი და საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) ახორციელებს, რომლის მიზანია მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაზრდა რელიგიური და ეთნიკური უმცირესობებისთვის, ისეთი პრობლემების გადასაწყვეტად როგორიც არის სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან რელიგიის თავისუფლების დარღვევის დროს არაადეკვატური და არაეფექტური რეაგირება, ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების მიერ, რელიგიური კონფლიქტების დროს რელიგიური ნეიტრალიტეტის დარღვევა, ქართული ენის არცოდნით გამოწვეული ბარიერები და მათი უფლებების შესახებ ცნობიერების დაბალი დონე", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში