თბილისი. საია მოუწოდებს ხელისუფლებას დროულად და აქტიურად იმუშაოს ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ოკუპაციური რეჟიმის უკანონო პატიმრის, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხზე.
„გავრცელებული ინფორმაციით, ვააჟა გაფრინდაშვილის ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან მისვლის მიზანიც ახალგორში მცხოვრები პირისთვის სათანადო სამედიცინო დახმარების აღმოჩენა იყო. კერძოდ, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი ერთ-ერთ ვერსიად განიხილავს, რომ ქართველი ექიმი ოკუპირებულ ახალგორში ღრმა ჭაში ჩავარდნილი ადგილობრივი მცხოვრების დასახმარებლად გაემართა, რომელსაც თბილისში გადმოყვანაზე და კვალიფიციური სამედიცინო დახმარების მიღებაზე უარი უთხრეს“, - აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, - „საია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სწრაფად და ეფექტიანად მიიღოს ყველა შესაძლო ზომა ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხზე; მაქსიმალურად გამოიყენოს ყველა შესაძლო საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმები, რათა დაიძლიოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ჰუმანიტარული კრიზისი და იქ მცხოვრებ პირებს მიეცეთ შესაძლებლობა მიიღონ საბაზისო საჭიროებები, მათ შორის მაღალკვალიფიციური სამედიცინო დახმარება".
საია, ასევე მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობასა და შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებს, დაეხმაროს ქართულ მხარეს აღნიშნული პრობლემების მოგვარებაში; გაააქტიურონ ძალისხმევა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უფლებების მასობრივი დარღვევის წინააღმდეგ საბრძოლველად და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მათი წარმომადგენლობის სადამკვირვებლო საქმიანობის განსახორციელებლად“.
სრულად...
წყარო: https://gyla.ge/ge