კახეთი. გურჯაანში, ,,მედია ცენტრი კახეთის’’ ოფისში, ფილმის - ,,ცხოვრება გრძელდება’’ ჩვენება გაიმართა. ფილმის ჩვენებას მოსწავლეები, დაინტერესებული მოქალაქეები და არასამთავარობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მედია ცენტრის ახალგაზრდული პროექტის კოორდინატორის, ილია საყვარლიშვილის თქმით, მსგავსი სახის ღონისძიებები ხელს უწყობს ახალგაზრდების გააქტიურებას: ,,ორგანიზაცია დიდ ყურადღებას უთმობს კულტურულ–საგანმანათლებლო ღონისძიებებს, მათ შორის ფილმების ჩვენებას."
ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია. არასამთავრობო ორგანიზაცია – დღის ცენტრის ხელმძღვანელის, გულიკო როსტოშვილის თქმით მსგავსი ტიპის ფილმების ჩვენება და დისკუსიები უფრო ხშირად უნდა იმართებოდეს: ,,შეზღუდული შესაძლებლოებების მქონე მოზარდები და სხვა ბავშვები უფრო ხშირად უნდა ხვდებოდნენ ერთმანეთს და თუნდაც ერთად ნახულობდნენ ასეთი სახის ფილმებს და შემდეგ იმსჯელონ რა პრობლემებია ამ კუთხით მათ ქალაქში. ეს, მათ საზოგადოებასთან ინტეგრაციაში დაეხმარება".