თბილისი. 51–ე საჯარო სკოლაში „ახალი თაობა – ახალი ინიციატივაის" ორგანიზებით სასწავლო პროგრამის „არჩევნები მოსწავლეთათვის" პრაქტიკული ღონისძიება გაიმართა. პროგრამაში მონაწილეობა 29 მოსწავლემ მიიღო. მათ გაკვეთილზე ყველა ის დავალება შეასრულეს, რაც პროგრამის თეორიულ ნაწილში იყო გათვალისწინებული, იმუშავეს ჯგუფებში და წარმოდგენეს როლური თამაში „არჩევნების დღე".
გაკვეთილების დასრულების შემდეგ მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა პროგრამასთან მიმართებაში შეიმუშავეს რეკომენდაციები, რომელსაც გაითვალისწინებენ სასწავლო კურიკულუმში.
სასწავლო პროგრამა იქმნება ევროპის კავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – „ამომრჩეველთა ცნობიერების ამაღლება აღმოსავლეთ პარტნიორების ქვეყნებში" ფარგლებში და ხორციელდება ევროპის საბჭოს მიერ. პროექტის მიზანია, არჩენვების თემა სრულყოფილად იქნეს გათვალისწინებული სამოქალაქო განათლების სწავლების კურიკულუმში, რომელიც გახდება სამოქალაქო განათლების სწავლების ერთ–ერთი სავალდებულო კომპონენტი. სასწავლო პროგრამის შექმნაზე ერთობლივად მუშაობენ საქართველოს, მოლდოვეთის, უკრაინის, სომხეთის, აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის, განათლების სამინისტროს, სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო განათლების სწავლების ექსპერტები.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში