თბილისი. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მიმართა „პარტნიორობამ ადამიანის უფლებებისთვის". ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში, 2016 წლის 31 ოქტომბერს, გადაცემა „დღის შოუში" დაირღვა ქარტიის მე-7 და მე-8 პრინციპი.
„განმცხადებლის პოზიციით, პრინციპები დაირღვა ერთ-ერთი ეპიზოდით, როცა დედის და სხვა პირების თანდასწრებით რამდენიმე თვის ასაკის ბავშვს გაუხვრიტეს ყური. მოპასუხეებიდან ნანიკო ხაზარაძე, სოფიკო ნარჩემაშვილი, ეკა ამირეჯიბი და ლელა მებურიშვილი იყვნენ გადაცემის წამყვანები, ხოლო თამარ ღვინიანიძე – მთავარი პროდიუსერი.
პროცედურას [ყურის გახვრეტას] არ ჰქონდა არანაირი საგანმანათლებლო ან სხვა ლეგიტიმური მიზანი, არამედ, იყო შოუს ელემენტის შემცველი, რამაც დაარღვია ბავშვის ფუნდამენტური უფლება იყოს ფიზიკური და ემოციური ძალადობისგან დაცული", ნათქვამია ქარტიის ვებ-გვერდზე.
საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად, ნანიკო ხაზარაძემ, სოფიკო ნარჩემაშვილმა, ეკა ამირეჯიბმა, ლელა მებურიშვილმა და თამარ ღვინიანიძემ დაარღვიეს ქარტიის მე-8 პრინციპი. ნანიკო ხაზარაძემ და სოფიკო ნარჩემაშვილმა დაარღვიეს ქარტიის მე-7 პრინციპი.
სრულად...
წყარო: qartia.org.ge