თბილისი. 7
თებერვალს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ორი კვლევის პრეზენტაცია გამართა. ერთი მათგანი
თბილისის მერიის პროექტის – „სავაჭრო ჯიხურები ქალაქის მასშტაბით" – სამართლებრივ მიმოხილვას მოიცავს. აღნიშნული
კვლევის მიზანს წარმოადგენდა ერთი მხრივ, იმის გარკვევა, თბილისის მერიის მიერ
დაწყებული ახალი პროექტი რომელ კომპანიებზე გავრცელდა და მეორე მხრივ, რას ემსახურებოდა აღნიშნული
პროექტის დაწყება.
მეორე კვლევა – ადგილობრივი
თვითმმართველობების მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო იურიდიული პირების საქმიანობის
მიმოხილვას წარმოადგენს, რომლის მიზანიც იყო, იმის გარკვევა თუ რამდენი ააიპ აქვს
დაფუძნებული თვითმმართველობის წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოებს, მათი
წესდებებისა და მასში შეტანილი ცვლილებების მონიტორინგი და ტენდენციების
გამოკევეთა. ასევე მათი საქმიანობის კონტროლის ანალიზი და მათ მიერ წარდგენილი
ანგარიშების მონიტორინგი.
კვლევები:
სავაჭრო
ჯიხურები ქალაქის მასშტაბით – სამართლებრივი მიმოხილვა, საია, 2013 წ.
ადგილობრივი
თვითმმართველობების მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო იურიდიული პირების
საქმიანობის
მიმოხილვა, საია, 2013 წ.
წყარო:
gyla.ge