თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო ეხმაურება აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებას ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაზე, რომელშიც ჩანდა, რომ მას და აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს სხვა 5 თანამდებობის პირს ქონებრივი დეკლარაციები არასრულად აქვთ შევსებული.
„ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ შეგნებულად არ ვპასუხობთ პოლიტიკური ტიპის თავდასხმას და შეურაცხყოფას, რადგან ეს მაღალჩინოსნების ჩვეული მანკიერი პრაქტიკაა და, უპირველესად, ამ პოლიტიკოსების მხრიდან განსხვავებული აზრის მიუღებლობაზე მიუთითებს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თორნიკე რიჟვაძე დღემდე ფლობს 25% შპს „აჭარა ბერრის ლიმითედში”, რომელიც მას საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა კონფლიქტისა და კორუფციის შესახებ კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მინდობის ხელშეკრულების საფუძველზე, სამსახურის გავლის ვადით სხვა პირისთვის უნდა გადაეცა. მინდობის ხელშეკრულება არ არის ასახული საჯარო რეესტრის მონაცემებში“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
სრულად...
წყარო: transparency.ge