თბილისი. გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება „აი, ფაქტი“ აქვეყნებს სტატიას: რა გაკეთდა იმერეთში ევროკავშირის ფულით?
„2020-2022 წლებში მხოლოდ იმერეთის მუნიციპალიტეტებმა ევროკავშირისგან 70 მილიონი ლარი მიიღო და ეს ფული 76 ინფრასტრუქტურულ პროექტში დაიხარჯა. მაგალითად, საჩხერეში მოეწყო 2,9-მილიონიანი საქალაქო პარკი, ქუთაისში 2 მილიონ ლარად განახლდა ახალგაზრდობის გამზირის ფასადები, ზესტაფონში თეატრონის რეაბილიტაციას მოხმარდა 1 მილიონი ლარი, ჯამში 5 მილიონ ლარად კი აშენდა და განახლდა ხარაგაულის, თერჯოლის, სამტრედიის, ვანისა და სამტრედიის საბავშვო ბაღები.
ფული კი დაიხარჯა, მაგრამ ზოგჯერ ხალხს ეს საქმეები მთავრობის ნახელავი ჰგონია, ევროკავშირის როლზე კი არაფერი სმენიათ.
რახან იმერლებმა ევროკავშირის კეთილ საქმეებზე ბევრი არაფერი იციან და მათ ინფორმირებაზე არც ადგილობრივი მთავრობა იწუხებს თავს, ამას ჩვენ გავაკეთებთ. სტატიაში მოგიყვებით სამ პროექტზე, რომელიც მოსახლეობისთვის შვებად იქცა და სამივე მათგანი ევროპული დაფინანსების წყალობაა“, ნათქვამია სტატიაში.
სრულად...
წყარო: ifact.ge