შიდა ქართლი. 25 ნოემბერს, გორში გაიმართა შეხვედრა დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულთა ინიციატივით. შეხვედრის თემა იყო: ქარსაცავი ზოლების მდგომარეობა შიდა ქართლსა და სრულიად საქართველოში, მათი მნიშვნელობა და რეაბილიტაციის აუცილებლობა.
შეხვედრას ესწრებოდნენ: დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულები, ექსპერტები, გორის მაჟორიტარი დეპუტატი, გორისა და კასპის ადგილობრივი ხელისუფლების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვის სამინისტროებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.
დისკუსიის ორგანიზატორებმა შეხვედრის პირველ ნაწილში სტუმრებს პროექტის - "მწვანე კედელი" - ფარგლებში გორსა და ქუთაისში განხორციელებული აქტივობები გააცნეს, რის შემდეგ, მომხსენებლებმა - ექსპერტებმა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა დეტალურად ისაუბრეს ქარსაცავების საკითხებზე: თუ რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს ქარსაცავის არ არსებობამ, ამჟამად რა მდგომარეობაა შიდა ქართლის რეგიონსა და მთელ საქართველოში, რა კანონმდებლობა არსებობს ამ მიმართულებით, რა ცვლილებებია განსახორციელებელი და ა.შ. დაიგეგმა სამომავლო ნაბიჯებიც.
პროექტი "მწვანე კედელი" დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის „ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის" (NIMD) მიერ და დემოკრატიის სკოლის კურსადამთავრებულთა საინიციატივო ჯგუფის მიერ ხორციელდება.