თბილისი. თავისუფალი დებატების ლიგა იწყებს ახალ პროექტ – „თავისუფლების სკოლას". პროექტი მოიცავს კურსს, რომელიც მოსწავლეს უვითარებს თავისუფალ და კრიტიკულ აზროვნებას არაფორმალური განათლების გზით. კურსი შედგება ისეთი ლექციებისა და სემინარებისგან, რომლებიც არ არის გათვალისწინებული სასკოლო პროგრამაში.
„თავისუფლები სკოლის" კურსის ხანგრძლივობაა 2 თვე. სალექციო თემებია: ეკონომიკა, მენეჯმენტი, სამართალი, პოლიტოლოგია, კრიტიკული აზროვნება. პირველი კურსი სტარტს აიღებს სექტემბერში.
2, 8 და 13 ივლისს კი თავისუფალი დებატების ლიგა დაინტერესებული მოსწავლეებისთვის საპილოტო ლექცია–სემინარებს სკოლის კონცეფციის გასაცნობად ატარებს.
ლექცია–სემინარებზე დასწრების მსურველებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში