შიდა ქართლი. 6 ივნისს, გორის
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ასოციაცია
„ბილიკმა" პროექტ „თანადგომის" ფარგლებში პარტნიორ საჯარო სკოლებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. პროექტში, რომელიც მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის მხარდაჭერით ხორციელდება, გორის მუნიციპალიტეტის 10 სოფლის – ზემო ნიქოზის, ქვემო ხვითის, ხურვალეთის, შავშვების, ერგნეთის, წითელუბნის, ძევერის, ყელქცეულის, დიცის და ბერშუეთის საჯარო სკოლებია ჩართული და მოზარდების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას გააქტიურებას, საზოგადოებაში ინტეგრაციის და სამოქალაქო ინიციატივების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში