იმერეთი. 8 აგვისტოს ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებისათვის ჩატარდა ტრენინგ-სემინარი – „პროექტების წერა და მართვა". ტრენინგის საკვანძო საკითხებს წარმოადგენდა: გუნდის ეფექტურობის განმსაზღვრელი და დავალებასთან დაკავშირებული ფაქტორები, საპროექტო წინადადება – ძირითად ინფორმაცია, კონტექსტი, პროექტის გეგმა (მიზანი, ამოცანები, საქმიანობები, ბენეფიციარები, სამუშაო გეგმა), პროექტის მართვა/მენეჯმენტი, რისკები და მდგრადობა, საჭირო რესურსები, ეფექტური ბიუჯეტის შედგენა, საპროექტო ჯგუფის წევრების როლები, მიკრო გარემოს ანალიზი (როგორ მოვიზიდოთ დონორები) დონორების მოძიება (საერთაშორისო, ადგილობრივი) – როგორ მოვიპოვოთ დაფინანსების წყაროები, მითები და რეალობა დონორების შესახებ, ფანდრაიზინგი და მისი დაგეგმვის საკითხები. ტრენინგ-კურსის მონაწილე ახალგაზრდების მიერ შემუშავებული იქნა რამდენიმე საპროექტო წინადადება, რომელსაც სამომავლოდ განახორციელებენ ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის ეგიდით.
ტრენინგ-სემინარი ორგანიზებული იქნა „საქართველოში ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების" პროექტის (ANI) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში