25 ნოემბერს, ქუთაისში, ბათუმსა და ახალციხეში ქალთა მოძრაობის ჯგუფის მიერ ინიცირებული აქცია ჩატარდა სლოგანით: „ადრეული ქორწინება გოგონებზე ძალადობაა!”. აქციის მიზანი იყო საზოგადოების ინფორმირება ადრეული ქორწინების და მასთან დაკავშირებული (არასრულწლოვანთა ორსულობა და მშობიარობა, გოგონების ჯანმრთელობა და სიცოცხლე) პრობლემების შესახებ.
ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა და სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებმა წაიკითხეს მესიჯები ადრეულ ქორწინებასთან დაკავშირებული პრობლემების და რისკების შესახებ, და საზოგადოებას მოუწოდეს არ დახუჭონ თვალი და აიმაღლონ ხმა გოგონების პირადი ცხოვრების, არჩევანის, სწავლის, დამოუკიდებლობის უფლებების დასაცავად. აქციაში ქალაქში მოქმედი არასამთავრობო, საერთაშორისო, სამთავრობო და მედია სამსახურების წარმომადგენლები, ასევე სამოქალაქო კლუბის წევრები ღებულობდნენ მონაწილეობას.
სრულად...
წყარო: სოციალური ქსელი