თბილისი. კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" მოსაზრებებს აქვეყნებს სტამბოლის კონვენციის იმპლემენტაციის მიზნით მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტზე.
„კოალიციას მიაჩნია, რომ სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი ასახავს პოზიტიურ ცვლილებებს, რომლის მიზანია ქვეყანაში ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობისაგან დაცვისათვის არსებულ საკანონმდებლო ნორმათა ჰარმონიზაცია და მათი აღჭურვა ეფექტური სამართლებრივი მექანიზმებით. ამასთან, დადებითად შეიძლება შეფასდეს სახელმწიფოს მზაობა მოახდინოს კანონმდებლობის დე–გენდერული ჩარჩოს ტრანსფორმაცია, როდესაც სახელწიფო პრობლემას ეძებდა არა საზოგადოებრივ სტრუქტურაში და სოციალურად კონსტრუირებულ გენდერულ როლებში, არამედ ინდივიდებში. წარმოდგენილ საკანონმდებლო პაკეტში შეინიშნება, ზემოაღნიშნული დე–გენდერული ჩარჩოს გადააზრება, და მისი ცენტრირება ქალზე და მის უფლებებზე. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყანაში ფესვგამდგარი ძალადობრივი კულტურის აღმოფხვრის პროცესში საკანონმდებლო ნორმათა ტრანსფორმაცია მხოლოდ საწყის ელემენტად შეიძლება იქნას მოაზრებული", ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში