გურია. 10 ივნისს, ,,ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის" ოფისში ჩატარდა ბავშვთა თეატრალური სტუდია ,,პეპილოტას" მიერ მომზადებული სპეკტაკლის ,,გაკვეთილი მშობლებს" ჩვენება.
სპეკტაკლის მიზანი ბავშვთა უფლებების პოპულარიზაცია იყო. წარმოდგენა 2 ნაწილად დაიყო, პირველი ნაწილი სიცოცხლის უფლებას შეეხო. მოზარდები წარმოადგენდნენ იმ ბავშვებს, რომლებიც სელექციური აბორტების მსხვერპლნი გახდნენ. ასევე, იმ გენდერულ პრობლემებსა და სტერეოტიპებს, რომლებსაც ქალები ყოველდღიურ ცხოვრებაში აწყდებიან.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში