აჭარა. 25 თებერვალს, ნიდერლანდების ინსტიტუტმა მრავალპრატიული დემოკრატიისათვის (NIMD) აღმოსავლეთ ევროპის სამეზობლოს ოფისის და კანადის ადგილობრივი ინიციატივების ფონდის ორგანიზებით/მხარდაჭერით, ბათუმის დემოკრატიის სკოლაში ლექცია და დისკუსია გაიმართა - „ადვოკატირება თანაბარი უფლებებისათვის/თანასწორობისათვის”. პროექტი, რომლის ფარგლებშიც აღიშნული დისკუსია გაიმართა სპეციალურად აჭარის რეგიონისთვის მომზადდა და რეგიონში რელიგიური უმცირესობების ინტეგრაციისა და გენდერული თანასწორობის პრინციპების საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში ასახვის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ამჯერად, აჭარის რეგიონში (განსაკუთრებით, მაღალმთიან რეგიონში) ერთი მხრივ, რელიგიური უმცირესობების ინტეგრაციის პრობლემებისა და მეორე მხრივ, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის კუთხით არსებული გამოწვევების უკეთ გააზრებისა და ინფორმირებული მსჯელობის გამართვის მიზნით, NIMD-ის მიერ ლექციების ციკლი ჩატარდა. ამ ციკლის ფარგლებში უკვე შედგა შვიდი შეხვედრა, რიგით მერვე შეხვედრას კი ანა აბაშიძე გაუძღვა, რომელმაც ისაუბრა იმაზე, თუ როგორ შეუძლიათ ქალებს მოახდინონ სააკუთარი უფლებების ადვოკატირება და იბრძოლონ თანასწორობისთვის. ლექციის დასრულების შემდეგ, მსმენელებმა დისკუსიის ფორმატში აჭარის რეგიონში ლექციის თემასთან დაკავშირებით არსებულ რეალობის შესახებ იმსჯელეს.