თბილისი. ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები" თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 ნოემბრის განჩინების მიღებისთვის წინასამართლებრივ გარემოებებზე საუბრობს.
„მიმაჩნია, რომ ტელეკომპანიის კანონიერი ინტერესების დამცველებმა მნიშვნელოვანი შეცდომა დაუშვეს, როდესაც 3 ნოემბრის სასამართლო გადაწყვეტილების შემდგომ, საკონსტიტუციო სასამართლოს არ მიმართეს და არ იდავეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის კონსტიტუციურობის საკითხზე. ჩემი აზრით, სასამართლო გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ნორმა არავითარ კონსტიტუციურ პრინციპებს არ ეწინააღმდეგება, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც მოიქცა დაუყოვნებლივ აღსრულების მუხლის შეჩერების ნაწილში, ამ შემთხვევაშიც, იგივე გადაწყვეტილებას მიიღებდა. შედეგად მივიღებდით დროში გახანგრძლივებულ დავას და არა ტელეკომპანიაში დროებითი მმართველის დანიშვნას", აცხადებს ახალგაზრდა ადვოკატების ხელმძღვანელი.
სრულად...
წყარო: barristers.ge