თბილისი. სოციალური მეწარმეობა, როგორია მისი პრაქტიკა საქართველოში, თავად სოციალური საწარმოები და მათი ეკოსისტემა? თუ გაინტერესებთ აღნიშნული საკითხები – შესაძლებლობა გეძლევათ გაეცნოთ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის უახლეს 2 კვლევაში.
საქართველოს პრაქტიკის მიმოიხილავს სოცმეწარმეობის არსებულ მდგომარეობას და მოიცავს სამოქმედო გარემოს ანალიზს. მიმოხილვაში გაანალიზებულია საქართველოში მოქმედი სოციალური საწარმოები საქმიანობის ტიპის, მიზნებისა და იურიდიული ფორმის ჭრილში და ა.შ.
კვლევა: სოციალური მეწარმეობა საქართველოში (პრაქტიკის მიმოხილვა, ავტორი ეკა დათუაშვილი), 2020...
მეორე კვლევის საგანს წარმოადგენდა ევროპული გამოცდილების შესწავლა სოციალური მეწარმეობის, სოციალური საწარმოებისა და მათთვის ხელსაყრელი გარემოს მახასიათებლების შესახებ. აღსანიშნავია, რომ სოციალური საწარმოებისათვის აუცილებელი ეკოსისტემა ოთხი ძირითადი ღერძისგან შედგება. ესენია: თვითორგანიზების შესაძლებლობები; ხილვადობა და აღიარება; რესურსებზე ხელმისაწვდომობა; კვლევა, განათლება და უნარები.
კვლევა: სოციალური მეწარმეობა, სოციალური საწარმოები და მათი ეკოსისტემა, 2020 (ავტორები ეკატერინე დანელია, მარიამ ლაცაბიძე, ნინო სამსონიძე) ...
კვლევები შექმნილია სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის დაკვეთით, საქართველოს სოციალურ საწარმოთა ალიანსთან თანამშრომლობით და არასამეწარმეო სამართლის საერთაშორისი ცენტრის (ICNL) მხარდაჭერით.