თბილისი. მითების დეტექტრი აქვეყნებს მარიამ თოფჩიშვილის ბლოგპოსტს: დინოზავრი ჩინეთიდან თუ იურული პარკიდან.
„16 ოქტომბერს, ფეისბუქ მომხმარებელმა ირაკლი გოთუამ, ჯგუფში „აქ სიმართლეა“, გამოაქვეყნა ვიდეო, რომლის თანმხლებ ტექსტში ის ამტკიცებს, რომ ჩინელმა მეცნიერებმა აღმოჩენილი „DNM“ მასალისგან (იგულისხმება DNA) დინოზავრის ერთ-ერთი სახეობა ხელოვნურად გაზარდეს. ირაკლი გოთუა, ასევე წერს, რომ დინოზავრი აგრესიულობით გამოირჩევა და ჩინეთმა, რომელმაც კორონავირუსი „შემოგვასია“ ახლა შესაძლოა, დინოზავრები შემოგვასიოს.
ირაკლი გოთუას მიერ გამოქვეყნებული პოსტი ყალბია და მანიპულაციურად უკავშირდება კორონავირუსს. ვიდეოში არა ჩინელების მიერ გაზრდილი დინოზავრი, არამედ Jurassic World-ის გამოფენისთვის შექმნილი თოჯინაა ნაჩვენები, რომელიც ადამიანის მიერ იმართება. ამის შესახებ, ინფორმაცია ორიგინალი ვიდეოს აღწერაშიც იყო ნახსენები“, ნათქვამია მითების დეტექტორის ბლოგპოსტში.
სრულად...
წყარო: www.mythdetector.ge