სამეგრელო. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ ბლოგპოსტი
- „ზუგდიდში უპატრონო ძაღლებს ცეცხლსასროლი იარაღით ხოცავენ" - გამოაქვეყნა. ორგანიზაციის
თქმით, ზუგდიდის ოფისს მოსახლეობამ ტელეფონით გადაღებული ფოტოები მიაწოდა, თუ როგორ
ხოცავენ „ზუგდიდდასუფთავების" თანამშრომლები უპატრონო ძაღლებს, რაც სისხლის სამართლის
კოდექსის მიხედვით ისჯება ჯარიმით, ან გამასწორებელი სამუშაოთი. „იმის გათვალისწინებით, რომ უპატრონო ძაღლების პრობლემა არა მარტო ზუგდიდში, არამედ სხვა მუნიციპალიტეტებში დგას, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" რეკომენდაციით მიმართავს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, შეიმუშავოს ერთიანი მიდგომა ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ძაღლების ქუჩაში დახოცვა, ვფიქრობთ, ყველაზე არაჰუმანური მიდგომაა. ამასთან, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" მიმართავს ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს, შინაური ცხოველების დასახოცად არ გამოიყენონ ცეცხლსასროლი იარაღი",
ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
სრულად
წყარო: transparency.ge