10 ოქტომბერს საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიცია აღნიშნავს ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს და მართავს ღონისძიებათა ციკლს.
10 ოქტომბერი
15:00 საათზე გაიმართება ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამაინების ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა გაყიდვა;
17:00 საათზე გაიმართება მრგვალი მაგიდა-დისკუსია ფსიქიკური ჯანმრთელობის აქტუალურ საკითხებზე.
ღონისძიებები გაიმართება ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრში.
მისამართი: თბილისი, მარგიანის 1–ა
19:00 საათზე შედგება ფილმების ჩვენება კინოს სახლში
მისამართი: ძმები კაკაბაძეების 2, თბილისი
1. მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი „კანონი", (ხანგრძლივობა 10 წუთი); რეჟისორი - კახა ბარამიძე, ოპერატორი - ტატო კოტეტიშვილი, მხატვარი - გუგა კოტეტიშვილი;
2. მხატვრული ფილმი „ბრწყინვალე გონება", რეჟისორი - რონ ჰოვარდი, მთავარ როლში რასელ ქროუ.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა ქუჩის აქცია, გავრცელდება საინფორმაციო ფურცლები ფსიქიკური ჯანმრთელობის დღესთან დაკავშირებით.