თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ
იპოთეკების აღსრულების საყოველთაო შეჩერების შესახებ ბლოგპოსტი გამოაქვეყნა. „მოვუწოდებთ, საქართველოს პარლამენტს, არ დაუშვას კანონპროექტის მიღება, მომავალში კი სიფრთხილით მოეკიდოს ნებისმიერ ინიციატივას, რამაც შეიძლება ნეგატიური გავლენა იქონიოს ქვეყნის საფინანსო სისტემის სტაბილურობაზე. ამასთანავე, ვაცნობიერებთ, რომ ეს სფერო რეფორმირებას საჭიროებს და მივესალმებით, თუკი ამ კუთხით ხელისუფლება შესაბამის ინიციატივებს წარმოადგენს. თუმცა, ეს ცვლილებები უნდა იყოს ეტაპობრივი და მაქსიმალურად უმტკივნეულო ქვეყნის ფინანსური სისტემისთვის. გარდა ამისა, აუცილებელია, ამ სფეროს რეფორმირების პროცესში ფინანსური ინსტიტუტები აქტიურად იყვნენ ჩართული.
ამასთანავე, დასაფიქრებელია, ხომ არ არის ეს ინიციატივა საარჩევნოდ მოტივირებული და ხომ არ ხდება ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნებით გამოყენება. ასეთი გაუმართლებელი ინიციატივები, რომლებიც რეალურად პრობლემის გადაწყვეტისკენ კი არა, მხოლოდ ამომრჩევლის ნების ფორმირებისკენ არის მიმართული, წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის არამიზნობრივ გამოყენებას ჰგავს", ნათქვამია
ორგანიზაციის ვებ–გვერდზე.
სრულად
წყარო: transparency.ge