შიდა ქართლი. 20 ივლისს, საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის რეგიონული კომიტეტის წევრები გორის რაიონის, სოფელ ტინისხიდის მოსახლეობას შეხვდნენ. მოსახლეობამ რეგიონული კომიტეტის წევრებს ის პრობლემები გააცნო, რომლებიც მათ ყოველდღიურად აწუხებთ– წყლის, გამრიცხველიანების, სარწყავი არხის, სკოლის, გზების და ნაგვის ბუნკერების პრობლემები. რეგიონული კომიტეტის წევრებმა მოსახლეობასთან ერთად არსებული პრობლემების გადაჭრის გზები დასახეს, დააყენეს საკითხი,რომ უპირველეს ყოვლისა საჭიროა სარწყავი არხის სისტემის მოწესრიგება. ტინისხიდის მოსახლეობის თქმით სოფელმა მიიღო ვაუჩერები, მოხნეს მიწები თუმცა წყლის არარსებობის გამო ვერ მოხერხდა მათი აღმოცენება.
საბოლოოდ შეხვედრაზე შეთანხმდნენ,რომ სოფლის მოსახლეობასთან ერთად კომიტეტის წევრი ნიკა კარელიძე შეხვდება სოფელ ტინისხიდის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას რათა ახალგაზრდულმა პარლამენტმა წვლილი შეიტანოს სოფლის პრობლემების მოგვარებაში.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში