თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პროკურატურის რეფორმირების საკითხზე
განცხადება გაავრცელა. „უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელიც რეფორმის ფარგლებში უნდა იქნეს მიღწეული, პროკურატურის პოლიტიკური ნეიტრალურობის უზრუნველყოფაა. ამ თვალსაზრისით, იუსტიციის მინისტრისათვის სისხლისსამართლებრივი დევნისა და საპროკურორო ზედამხედველობის ფუნქციის ჩამოშორება მნიშვნელოვანი ნაბიჯია", ნათქვამია განცხადებაში. ორგანიზაცია მიუკერძოებელი საქმიანობის
მნიშვნელოვან გარანტად მიიჩნევს ისეთი საკითხების მოგვარებას როგორიცაა: მთავარი პროკურორის დანიშვნა/გათავისუფლების წესის დახვეწას... მთავარი პროკურორის მიუკერძოებლობის უზრუნველმყოფი მექანიზმის შექმნას... მთავარი პროკურორის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის მოწესრიგებას.
რაც შეეხება პროცედურულ საკითხებს საია
აღნიშნავს, რომ „ასეთი მნიშვნელოვანი პროექტების განხილვისას სამოქალაქო სექტორის მონაწილეობის მნიშვნელობა სათანადოდ უნდა იქნეს გააზრებული. შესაბამისად, მივმართავთ საქართველოს პარლამენტს, არ მიიღოს კანონი მესამე მოსმენით, დააბრუნოს ის მეორე მოსმენაზე განსახილველად და უზრუნველყოს სამოქალაქო სექტორის დაინტერესებული წარმომადგენლების კანონპროექტის განხილვის პროცესში ჩართვა".
სრულად
წყარო: gyla.ge