აჭარა. 31
მაისს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრისა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ინიციატივით დისკუსია გაიმართა თემაზე: ბავშვთა უფლებების დაცვი სსაერთაშორისო სტანდარტები და მისი განხორციელების პრაქტიკა საქართველოში. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აჭარის უმაღლესი საბჭოს ვიცე სპიკერმა დავით ბაციკაძემ ისაუბრა. ასევე მომხსენებლის სტატუსით შეხვედრას ესწრებოდნენ სახალხო დამცველის,
მედიის წარმომადგენლები, ადგილობრივი თვითმმართველობის, სტუდენტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. გასულ წლებში საქართველოში ბავშვთა უფლებები სსფეროში განხორციელდა დადებითი ცვლილებები, მიუხედავად ამისა რამდენიმე საკითხი კვლავ პრობლემურია, მათ შორის ერთ-ერთია ქუჩაში მცხოვრები მომუშავე ბავშვების საკითხი. დისკუსიის მონაწილეებმა განიხილეს როგორც განხორციელებული ცვლილებები, ასევე არსებულ პრობლემები და მათი გადაჭრის ხერხები.