თბილისი.საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ"
და „საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის" სასამართლო
რეფორმასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს. ორგანიზაციები მიესალმებიან
ვენეციის კომისიის მოსაზრებებს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ იმ
კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში სასამართლო სისტემის
რეფორმირებას ისახავს მიზნად. „მიგვაჩნია, რომ ვენეციის კომისიისა და ადგილობრივი
არასამთავრობო სექტორის პოზიციების გათვალისწინებით, უნდა გამოინახოს იმის
რესურსი, რომ ზემოაღნიშნული მნიშვნელოვანი კანონპროექტი სასამართლო ხელისუფლების,
მთავრობის, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის პოზიციების მაქსიმალურად
დაახლოებისა და შეთანხმების გზით იქნეს მიღებული და არა მწვავე დაპირისპირების
რეჟიმში. მისასალმებელია, რომ ამ მხრივ გარკვეული დადებითი ტენდენციები არსებობს
და ჩვენის მხრივ, გამოვთქვამთ მზაობას, რომ ამ პროცესს შეძლებისდაგვარად ხელი
შევუწყოთ", ნათქვამია განცხადებაში.
სრულად
წყარო:gyla.ge