თბილისი. საზოგადოებრივი ორგანიზაცია „იარე ფეხით" ავრცელებს ვიდეოს, რომელიც ასახავს საბავშვო ეტლით გადაადგილებისას თანმდევ სირთულეებს. კერძოდ, ტროტუარის უხარისხობას, ვიწრო ტროტუარებს, დახრილი სიბრტყეების ნაკლებობას ან არარსებობას შენობების შესასვლელებთან, ტროტუარებსა და მიწისქვეშა გადასასვლელებში, მანქანებით გადატვირთულ ტროტუარს, მიუდგომელ შესასვლელებს პარკებთან და ა.შ. იგივე პრობლემებთან გამკლავება უწევთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსაც.
„იარე ფეხით" არის ორგანიზაცია, რომელიც, მხარს უჭერს ფეხით სიარულს ქალაქებში, ცდილობს დაიცვას ფეხით მოსიარულეთა უფლებები და იმედოვნებს, რომ შეძლებს ხელისუფლების დარწმუნებას, როგორც ეროვნულ, ისე მუნიციპალურ დონეზე, დაეხმაროს ფეხით მოსიარულეებს და, ამ კუთხით, უკეთესი პოლიტიკა გაატაროს.
ვიდეო
წყარო: „იარე ფეხით" გვერდი სოციალურ ქსელში