თბილისი. „ქალთა მოძრაობა" და არასამთავრობო ორგანიზაციები 26 ივლისს, „იმედის კვირაში" გასულ სიუჟეტს ეხმაურებიან და მედია საშუალებებს მიმართავენ. „საიმისოდ, რომ მედიამ, როგორც გავლენიანმა ინსტიტუტმა, საზოგადოების წინაშე თავისი წილი პასუხისმგებლობა გაითავისოს, მნიშვნელოვანია ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევების გაშუქებისას ასახოს ის მიდგომები, რომლებიც UNESCO-სა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს რეკომენდაციებშია მოცემული. მივმართავთ მედია საშუალებებს: ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტების გაშუქებისას, არ მოხდინოს ადამიანის რევიქტიმიზაცია, კონცენტრაცია მოახდინოს გადარჩენილზე, პატივი სცეს მის განცდებს და მოახდინოს მათი მინიმალიზება, ეჭვქვეშ დააყენოს მცდელობა, ბუნებრივად და ღირსების საქმედ წარმოაჩინოს მომხდარი, დაეხმაროს აუდიტორიას, გაიგოს ფართო კონტექსტი, ადამიანის უფლებებისა და სამართლებრივი თვალსაზრისით, იყოს თანმიმდევრული გაშუქებისას, როგორც სამართლებრივ პროცესზე თვალყურის მიდევნების მხრივ, ასევე პოსტ-ტრავმულ პერიოდთან გამკლავების კუთხით", ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში. „ქალთა მოძრაობა" და არასამთავრობო ორგანიზაციები მედიის წარმომადგენლებთან ერთად ღია დისკუსიებისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ.
სრულად...
წყარო: www.ginsc.net