თბილისი. საია აქვეყნებს ინფორმაციას, რომლის თანახმად „საქართველოს სახელმწიფომ ევროპული სასამართლოს წინაშე 2009 წლის 15 ივნისის აქციაზე სახალხო დამცველის წარმომადგენლის უფლებების დარღვევა აღიარა. 2010 წლის 18 იანვარს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პარტნიორ ორგანიზაციასთან - ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი (EHRAC) - თანამშრომლობით, საჩივრით მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, ვახუშტი მენაბდის სახელით, რომელიც, საქართველოს სახალხო დამცველის მანდატის ფარგლებში, 2009 წლის 15 ივნისს საპროტესტო აქციის მიმდინარეობას აკვირდებოდა.
2015 წლის 13 ოქტომბერს, საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი ცალმხრივი დეკლარაციის საფუძველზე, ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა განჩინება, რომელიც სასამართლოს ვებგვერდზე 2015 წლის 5 ნოემბერს გამოქვეყნდა. მიღებული განჩინებით ევროპულმა სასამართლომ განსახილველ საქმეთა სიიდან ამორიცხა საჩივარი... ", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
სრულად...
წყარო: gyla.ge