შიდა ქართლი. არასამთავრობო ორგანიზაცია „მეგობრობის ხიდი ქართლოსმა" პოლონური სამოქალაქო განვითრების ფონდთან ერთად დაიწყო ახალი პროექტი „დებატების სკოლა". პროექტის მიზანია სკოლებში დემოკრატიის ხელშეწყობა, თვითმმართველობის გაძლიერება, მოსწავლეებისთვის კრიტიკული და დამოუკიდებელი აზროვნების განვითარება, დებატების კულტურის დანერგვა და საქართველოში პოლონური მოდელის გაზიარება. პროექტი, როგორც საპილოტე, მიმდინარეობს საქართველოს სამ რეგიონში: ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, მცხეთა–მთიანეთში.
პროექტის ბოლოს შერჩეული საუკეთესო მოსწავლეები და მასწავლებლები სასწავლო პროგრამით პოლონეთში გაემგზავრებიან, მოინახულობენ პოლონეთის სკოლებში არსებულ დებატების სკოლებს და მათ გამოცდილებებს გაიზიარებენ. „დებატების სკოლა"
თანადაფინანსებულია პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო დახმარების პროგრამის ფარგლებში პროგრამა „დემოკრატიის ხელშეწყობა".