თბილისი. ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის 2017-2018 წლის ნახევარფინალში, კონკურსის ექსპერტთა კომისიის გადაწყვეტილებით, 20 გუნდი გადავიდა.
როგორც ფონდის მიერ გავცელებულ ინფორმაცია ვკითხულობთ, კონკურსის მეორე ეტაპზე ინოვაციურ პროექტებსა და გამოგონებებს თბილისის, ბათუმის, ვანის, თელავის, სოფელი პატარძეულის, რუსთავის, ქუთაისის, სოფელი ქსოვრისის, ხონის და სოფელი წილკნის სკოლების გუნდები წარმოადგენენ. ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალი გაიმართება 2018 წლის აპრილში, თბილისში. კონკურსის ფინალში გუნდები კომისიის წინაშე წარადგენენ დასრულებულ პროექტებს, პროტოტიპებს. წარმოდგენილი დასრულებული პროექტების მიხედვით, ექსპერტთა კომისია შეარჩევს პირველ, მეორე და მესამ ადგილებზე გასულ გუნდებს, რომელთაგან პირველ ადგილზე გასული, 2018 წლის მაისში, გაემგზავრება აშშ-ში და მონაწილეობას მიიღებს NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში, ჰიუსტონში.
კონკურსი საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან თანამშრომლობით ხორციელდება.
სრულად
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი