თბილისი. ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები" საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში შრომითი ანაზღაურების საკითხთან დაკავშირებული კვლევის შედეგებს აქვეყნებს.
კვლევის მიხედვით, მარეგულირებელი კომისია, საქართველოში კვლავ ყველაზე მდიდარი სახელმწიფო ორგანოა. 2017 წლის მდგომარეობით, კომუნიკაციების ეროვნული კომისაში, წინა წლებთან შედარებით, საგრძნობლად გაიზარდა შრომითი ანაზღაურების ოდენობა. ორგანიზაციამ ინფორმაცია დაამუშავა 2017 წლის აპრილის თვის მდგომარეობით, რომლის მიხედვითაც, კომისიის თავმჯდომარის ყოველთვიურ ხელფასს შეადგენს 16,640 ლარი, ხოლო კომისიის წევრების ყოველთვიური ანაზრაურებაა - 15,810 ლარი. 2014 წლის მდგომარეობით, კომისიის თავმჯდომარის ყოველთვიურ ანაზღაურებას წარმოადგენდა 13,312.00 ლარი, ხოლო კომისიის წევრების მიერ ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება გახლდათ 12.648.00 ლარი.
სრულად
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი