თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ცნობით, 26 ოქტომბერს გამოქვეყნდა მსოფლიოს სამართლის პროექტის (World Justice Project) კანონის უზენაესობის გლობალური ინდექსი. ის 8 კრიტერიუმს მოიცავს და ყოველწლიურად ქვეყნდება. ამ კრიტერიუმებით კანონის უზენაესობის კუთხით სახელმწიფოების მდგომარეობა ფასდება.
აღნიშნულ ანალიზში მიმოხილულია საქართველოს შედეგები კანონის უზენაესობის გლობალურ ინდექსში 2022 წლის მდგომარეობით, შედარებულია ქვეყნის შედეგები წინა წლების მაჩვენებლებთან, და რეგიონის სხვა ქვეყნებთან.
წლევანდელი შედეგებით, საქართველოს ქულა შემცირდა - 0.61 ქულიდან 0.60-მდე ჩამოვიდა. მართალია, საქართველო რეგიონულ რეიტინგში, 14 ქვეყანას შორის პირველ პოზიციაზეა, მაგრამ ქვეყნის პროგრესი ბოლო წლებში შეჩერდა. საქართველო იმ ქვეყნებს შორის მოხვდა, რომელთა მაჩვენებლები 2015 წლის შემდეგ შემცირდა. ამის საპირისპიროდ, რეგიონში მოლდოვამ, უკრაინამ, ყაზახეთმა და უზბეკეთმა ბოლო წლებში გაუმჯობესების ტენდენცია აჩვენეს.
სრულად...
წყარო: idfi.ge