26 ივლისს, 12:00 საათზე, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით მედიაცენტრები გაიხსნება.
„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრები მდებარეობს საქართველოს 10 ქალაქში: ახალციხე, ბათუმი, გორი, მარნეული, ქუთაისი, ოზურგეთი, რუსთავი, საგარეჯო, თელავი და ზუგდიდი. მედიაცენტრების გახსნის ცერემონია დაიწყება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კავკასიის ოფისის ხელმძღვანელის, დაგლას ბოლის ვიდეომიმართვით.
მედიაცენტრები მოქალაქეებს, ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მაჟორიტარობის კანდიდატებსა და პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზებენ უსაფრთხო და ნეიტრალურ სივრცეს ინფორმაციის გავრცელებისა და დისკუსიებისთვის. მედიაცენტრები ასევე ხელს შეუწყობენ საარჩევნო კანდიდატებსა და მათი ოლქების ამომრჩევლებს შორის დიალოგის წარმართვას, რათა მოქალაქეები გაეცნონ კანდიდატების საარჩევნო პროგრამებს და ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ," ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
სრულად...
წყარო: ewmi-access.org