თბილისი. სოციალური მობილიზაციის პროგრამის ფარგლებში, UN Women ორგანიზებით მეორე რეგიონული სემინარი გაიმართა. მას პოსტსაბჭოთა სივრცეში მოქმედი ქალთა ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრა დამირა სარტბაევამ გახსნა, რომელიც გაეროს ქალთა ორგანზიაციის აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზიის რეგიონული პროგრამის დირექტორია.
შეხვედრას საქართველოდან იმ სათემო ორგანიზაციებიდანაც ესწრებოდნენ, რომლებიც პროექტის, ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისათვის ფარგლებში, საკუთარ დასახლებებში გარკვეულ აქტივობებს ახორციელებენ.
შეხვედრაში მონაწილეობას ყირგიზეთიდან, მოლდოვასა და უზბეკეთიდანაც იღებდნენ. შეხვედრის მთავარი მიზანი იმ გამოცდილებების ერთმანეთისათვის გაზიარებაა, რომლებიც ამ ქვეყნებში მომუშავე ქალთა ორგანიზაციებს დაუგროვდათ.
ეს მსგავსი ტიპის მეორე შეხვედრაა. პირველი, დაახლოებით, ორი წლის წინ, სტამბულში შედგა და მას, უმეტესად, გაცნობითი ხასიათი ჰქონდა. როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, შეხვედრები კვლავ გაგრძლედება.
წყარო: ginsc.net