კახეთი. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრები და სახალხო დამცველის აპარატი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ 16 დღიან საერთაშორისო კამპანიას შეუერთდნენ.
აჭარა. ბათუმის ახალგაზრდული ცენტრი უერთდება ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის კამპანიას და 20-დან 30 ნოემბრის ჩათვლით მართავს ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კვირეულს.
კახეთი. ძალადობის წინააღმდეგ მიმართული ორკვირიანი კამპანიის ფარგლებში, თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა დისკუსია თემაზე: ,,ქალთა გაძლიერება საკუთარი უფლებების დასაცავად''.
გურია. 25 ნოემბერს „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის" ბაზაზე არსებული ახალგაზდული ცენტრის წევრებმა ქალების მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ჩაატრეს თანატოლ განმანათლებელთა ტრენინგი გენდერული თანასწორობის შესახებ და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მოაწყვეს ფლეშ-მობი.
სამეგრელო. 24 ნოემბერს ასოციაცია „ათინათის" ახალგაზრდული ცენტრ „ორტუსის" ორგანიზებით ზუგდიდში ჩატარდა ველორბოლა, რომელშიც მონაწილეობა მხოლოდ მდედრობითი სქესის წარმომადგენლებმა მიიღეს.
სამცხე–ჯავახეთი. 21 ნოემბერს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სამცხე–ჯავახეთის დემოკრატ ქალთა საზოგადოების" ოფისში ჩატარდა დისკუსია თემაზე: „ოჯახური ძალადობა – მითი თუ რეალობა".
ქვემო ქართლი.18 ნოემბერს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში პროექტის – „ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისათვის" – ფარგლებში, „ერთი ფანჯრის პრინციპის" საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა.