კახეთი. 8 ოქტომბერს, თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტში, არასამთავრობო ორგანიზაციის ,,ბიზნეს ცენტრის" წარმომადგენლემა სასწავლო ტიპის სემინარი ჩაატარეს სახელწოდებით „ქალი,რომელიც იმარჯვებს".
ტრენინგის თემა იყო პიროვნული განვითარების ხელშეწყობა. ტრენერის, სოსო მიქელაძის, განცხადებით, სემინარი მხოლოდ ქალებისთვისაა გამიზნული: ,,სწავლება განკუთვნილია ქალებისთვის, რომლებიც ფიქრობენ საკუთარი პიროვნულ განვითარებაზე, ასევე იმ პრობლემების დაძლევაზე, რომელსაც აწყდებიან ცხოვრებაში. მნიშვნელოვანია, რომ ტრენინგი არის ფასინი, რითაც აქცენტი მოტივაციის ამაღლებაზე კეთდება".