აჭარა. 7 მარტს, ბათუმის დემოკრატული ჩართულობის ცენტრში, ფონდ „სოხუმის" ორგანიზებით მოეწყო აქცია - მრგვალი მაგიდა, რომელიც ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღეს, 8 მარტს, მიეძღვნა. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს 9 ქალაქსა და რაიონში ფონდის აქტივისტებმა, ბენეფიციარებმა, პარტნიორებმა და სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფების წარმომადგენლებმა ისაუბრეს ქალთა მიღწევებზე პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ სფერობეში.ასევე, მათი მხრიდა, საერთაშორისო მასშტაბით წარმატებული ქალების მაგალითებზე აქცენტის გაკეთება მიზნად ისახავდა საქართველოში ქალთა უფლებების დასაცავად სტრატეგიის შემუშავებას, რათა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში ქალთა ჩათულობის დონე ამაღლდეს.