კახეთი. გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN WOMAN) გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისათვის საქართველოში" ფარგლებში კვირეული დაიწყო.
ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კვირეულის ფარგლებში, 3 მარტს, ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატულ თეატრში მარჯანიშვილის თეატრის მსახიობები ადგილობრივი მაყურებლებისთვის ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ შემნილი პიესა ,,სიზმარი" გააცოცხლეს.
თელავის კულტურის სამსახურის ხელძღვანელის, ფიქრია ყუშიტაშვილის თქმით ,,სიზმარი" ერთ-ერთია იმ 9 საუკეთესო პიესათაგან, რომელიც ქართველმა დრამატურგებმა ოჯახში ძალადობის თემატიკაზე შექმნეს. გუშინვე თელავის თეატრში მოეწყო გამოფენა ,,ქალთა საკითხი საქართველოში XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე". ექსპოზიცია წარმოაჩენს XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე საქართველოს საზოგადო მოღვაწე ქალებს, მათ ისტორიებს, ნარკვევებს, წერილებსა და პუბლიკაციებს. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო იმ ეპოქის ცნობილი საზოგადო მოღვაწე მამაკაცები, რომლებიც ხელს უწყობდნენ ქალთა ემანსიპაციას საქართველოში.