თბილისი. მულტიმედია პლატფორმა Chai Khana გიზიარებთ მარიამ ჯაჭვაძის სტატიას „მოსწავლეები შიმშილის ზღვარზე - რატომ ვერ უზრუნველყოფს სახელმწიფო სკოლებში კვებას?“, რომელიც აღწერს მასწავლებლების და მოსწავლეების ინდივიდუალურ ძალისხმევას მოერიონ შიმშილს, მაშინ, როცა სახელმწიფო უფასო სასკოლო კვების პროგრამაზე მეორე წელია მუშაობს, თუმცა როდის დანერგავს, დღემდე უცნობია.
„საკვები უნდა იყოს მაქსიმალურად მრავალფეროვანი, დღეში დაახლოებით 4-ჯერ ან 5-ჯერ უნდა მიირთვათ. სასურველია ერთსა და იმავე დროს; ყოველდღიურ მენიუში უნდა შედიოდეს რძის პროდუქტები, ხილი, ბოსტნეული; სასურველია ხორციანი საკვები ორთქლზე იყოს დამზადებული. შაქარი, ტკბილეული, გაზიანი წყლები მაქსიმალურად შეზღუდეთ; არ არის რეკომენდირებული ცხარე საკვების, მაიონეზისა და კეტჩუპის დიდი რაოდენობით მიღება" - მე-6 კლასელებს ბუნებისმეტყველების გაკვეთილი აქვთ. ზუგდიდის რაიონის ერთ-ერთი სოფლის* საჯარო სკოლის მასწავლებელი ვეფხია მანია ბავშვებს კვებისა და ჯანმრთელობის კავშირს უხსნის. წიგნში ილუსტრირებული დილის საუზმით, ტკბილეულით, შუადღეს ხორცით და საღამოს ხილით, ცდილობს ბავშვები ჯანსაღ კვებაზე და მის გავლენაზე დააფიქროს. Საშინაო დავალებასაც აძლევთ: შემდეგი გაკვეთილისთვის პრეზენტაცია უნდა მოამზადონ: რას ჭამენ დღის მანძილზე…
„მომდევნო გაკვეთილზე აღმოვაჩინე, რომ კლასში ნახევარზე მეტი ხორცს მხოლოდ დღესასწაულზე ჭამს. სახლში კი, ძირითადად, ნახშირწყლებით - პური, ღომი, მაკარონი, კარტოფილი - იკვებებიან. ისეთ უხერხულ მდგომარეობაში ჩავვარდი, გაკვეთილი შევწყვიტე.”
სრულად...
წყარო: chaikhana.media
ილუსტრაციები: თინა ჩერტოვა