თბილისი. მედიის ადვოკატირების კოალიცია მიიჩნევს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესი დაჩქარებულად, სფეროში ჩართული ადამიანების მოსაზრებების გაზიარების და რისკების შეფასების გარეშე წარიმართა, რაც ქვეყანაში ისედაც მძიმე მედიაგარემოს გაუარესების საფრთხეს ქმნის.
თბილისი. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ორგანიზებით, კამპანია „ეს ქვეყანა შენიას“ პარტნიორი: ცენტრალური, რეგიონული მედია საშუალებების და სოცმედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრმა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ მოამზადა ანგარიში: დევნის უწყვეტი პრაქტიკა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში.
თბილისი. „როგორ ვიკვლიოთ კორუფცია?“ - ეს იყო ტრეინინგის თემა, რომელიც საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს მთავარმა იურისტმა გიგი ჩიხლაძემ ჟურნალისტებისთვის, მკვლევარებისთვის და სამოქალაქო აქტივისტებისთვის ჩაატარა.
თბილისი. „უფლებები საქართველოს“ ინფორმაციით, 18 ოქტომბერს, „ჯორჯიან თაიმსის” ეთერში, ვაკეში მოქმედი მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის ღვთისმსახურმა, დეკანოზმა საბა ჭიკაიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირი მოითხოვს, უარი ვთქვათ ტრადიციულ ღირებულებებსა და მართლმადიდებლურ იდენტობაზე.
თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) აჭარის ფილიალის შეფასებით, ნათია კაპანაძის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება - კიდევ ერთი ნაბიჯი უკან მედიის თავისუფლებისა და ევროინტეგრაციის გზაზე.
თბილისი. 2 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაასრულა ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიას და ზურა იაშვილის სისხლის სამართლის საქმის განხილვა.
თბილისი. 2022 წლის 2 ნოემბერის თბილისის სააპელაციო სასამართლომ გამოაცხადა განაჩენი ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ყოფილი დირექტორის, ამჟამად „მთავარი არხის“ დამფუძნებლის და გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმეზე და გვარამია პატიმრობაში დატოვა.
თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ინფორმაციით, 2 ნოემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ „რუსთავი 2”-ის ყოფილი დირექტორისა და „მთავარი არხის” დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.
რეგიონები. სამართლიანი არჩევნების (ISFED) სოციალური მედიის მონიტორინგის გუნდმა ზუგდიდში, ბოლნისსა და ქუთაისში ადგილობრივ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა.
თბილისი. მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში სამართლიანი არჩევნები (ISFED)-ს მიერ ევროკავშირის მხარდაჭერით ჩატარდა კონფერენცია და პანელური დისკუსია მედია და ინფორმაციულ წიგნიერებასა და დეზინფორმაციის მიმართ მოსახლეობის მედეგობის გაძლიერების სხვა გზებზე.