ქვემო ქართლი. „სამოქალაქო ადვოკატირების ინიციატივის პროექტის ფარგლებში, სიდასა და რუსთავის საზოგადოებრივი საბჭოს ორგანიზებით, 15 ოქტომბერს, რუსთავში, XXI მიკრორაიონში ჩატარდა შეხვედრა საზოგადოებრივ საბჭოსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის.
შეხვედრის მიზანი იყო ადგილობრივი მოახლეობისათვის აქტუალური პრობლემების გამოკვეთა და შემდგომში ადგილობრივ თვითმმრთველობსათან მათი ადვოკატირება.
შეხვედრის დროს საბჭოს წევრებმა გააცნეს მოსახლეობას საბჭოს მიზნები, ამოცანები და დაგეგმილი საქმიანობა. თავის მხრივ მოსახლეობამ ჩამოთვალა ის პრობლემები, რომლებიც ყველაზე მეტად აწუხებს ჭყონდიდელის დასახლების მცხოვრებლებს.
საბჭოს წევრებმა მოსახლეობას მიაწოდეს ინფორმაცია ქალაქის თვითმმართველობის ახალ ინიციატივის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს ქალაქის ტერიტორიული ორგანიებისათვის ფულადი რესურსის გამოყოფას, რათა ადგილზე, მოსახლოების ჩართულობით მოხდეს სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება. საბჭოს წევრებმა შესთავაზეს მოსახლეობას აქტიურად ჩაერთონ აღნიშნულ პროცესში.
პროექტი „სამოქალაქო ადვოკატირების ინიციატივა" ხორციელდება აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიული მმართველობის პროექტის მხარდაჭერით.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში