ქვემო ქართლი. პროექტის ,,სამოქალაქო ადვოკატირების ინიციატივა" ფარგლებში, ,,სიდამ” განაახლა ვებგვერდი www.cems.ge, რომელიც წარმოადგენს სამოქალაქო მონიტორინგის ელექტრონულ სისტემას.
ვებგვერდი საშუალებას აძლევს ადგილობრივ მოსახლეობას მიიღოს ინფორმაცია თვითმმართველობის საქმიანობის შესახებ და მიაწოდოს მათ ინფორმაცია აქტუალურ და პრობლემურ საკითხებზე. აღნიშნული საიტი შეიქმნა 2012 წელს, პროექტის ,,შენი ქალაქის თვითმმართველობა და შენ" ფარგლებში. თავდაპირველად საიტი მოიცავდა ინფორმაციას მხოლოდ რუსთავის შესახებ. განახლებულ საიტზე ასევე განთავსდება ინფორმაცია გორის, ქუთაისისა და ფოთის შესახებ.
პროექტი „სამოქალაქო ადვოკატირების ინიციატივა" ხორციელდება აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიული მმართველობის პროექტის მხარდაჭერით.
წყარო: cida.ge